ავტოქარხნის (ახალი ) სასაფლაოზე მიმდინარეობს გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოები. პარალელურად ხორციელდება მისასვლელი გზის მოხრეშვა, რათა გადაადგილება გახდეს უსაფრთხო და კომფორტული.
შპს „ქართული ტრადიციები 2011“ მოსახლეობას თხოვნით მიმართავს და განაცხადებას ავრცელებს.
,,ნუ დაყრით ნარჩენებს საოჯახო საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე;
ნარჩენები, მათ შორის ხის ტოტები და სხვა მსგავსი მასალა, გამოიტანეთ სასაფლაოს ცენტრალურ გზაზე;
ეს საშუალებას მოგვცემს ნარჩენების გატანა ოპერატიულად და შეუფერხებლად განხორციელდეს.,,-,,ქართული ტრადიციები 2011,,.
