26 მაისთან დაკავშირებით ქუთაისში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
26 მაისთან დაკავშირებით ქუთაისში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს,თბილისში დაიბადა.ის იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერი.
1972 წელს მერაბ კოსტავამ ზვიად გამსახურდიასთან ერთად ჩმიაყალიბა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა.
1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ „ოქროს საწმისის” გამოცემა იყო.ის არაერთხელ იყო დაპატიმრებული,იყო გადასახლებული ციმბირში.ციხესა და გადასახლებაში ყოფნისას კოსტავამ ჯამში 13 თვეზე მეტი იშიმშილა.
მერაბ კოსტავას საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში, ბრძოლასა და წარმატებაში.
1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა.
1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. სხდომა 16:50წუთზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გაიხსნა . საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 17: 10 წუთზე „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი" ერთხმად დაამტკიცა.
ჩამოაყალიბდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად კი დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარეს.
საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანს რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა წარმოადგენდა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
26 მაისს იმერეთში დაგეგმილი ღონისძიებები:
სანდრო ბაზაძე ალჟირის მსოფლიო თასის ჩემპიონია. ქართველმა მოფარიკავემ ფინალში უნგრელი კრისტიან რაბი 15 - 12…
შაბათი ოქტომბერი 17
In სპორტიქუთაისში ვეტერანის დღე აღინიშნა. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და რწმუნებულის…
შაბათი ოქტომბერი 17
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ბიზნესოპერატორს იმერეთში საწარმოო პროცესი შეუჩერდა. იმერეთში, (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებადღეს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება. გახსნა კინოთეატრ,,საქართველოში,, 19:00 საათზეა დაგეგმილი.ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლევან…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაქუთაისში,№2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება და ბრალდებულის ოჯახს უსამძიმრებს. ,,მომხდართან დაკავშირებით…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებაქუთაისში ვეტერანის დღე აღინიშნა. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და რწმუნებულის…
შაბათი ოქტომბერი 17
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ბიზნესოპერატორს იმერეთში საწარმოო პროცესი შეუჩერდა. იმერეთში, (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებაქუთაისში,№2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება და ბრალდებულის ოჯახს უსამძიმრებს. ,,მომხდართან დაკავშირებით…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026…
ხუთშაბათი ოქტომბერი 15
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული…
ხუთშაბათი ოქტომბერი 15
In საზოგადოება