კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, ჭიათურის სოფელ ითხვისის მაღაროს თანამშრომელი გარდაცვალა.
"კვირას, 17 აპრილს, მაღაროს უბნის უფროსი, 30 წლის, ნ.მ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიქტური გარემოების დასადგენად.
"ჯორჯიან მანგანეზი"კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს."-აცხადებენ კომპანიაში.
სამძიმრის განცხადებას ავრცელებს ჭიათურის მერიც.
"ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამ ითხვისის მაღაროს უბნის უფროსის,ნიკა მუმლაძის გარდაცვალების გამო,რომელიც
17 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.
ამ მძიმე წუთებში,სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ ნიკას ოჯახს,ახლობლებსა და მეგობრებს."- წერს გივი მოდებაძე.