ქუთაისში მეეზოვის დღე განსხვავებული ფორმატით აღინიშნა. ააიპ სპეციალური სერვისების ადმინისტრაციული შენობის ეზოში მეეზოვეებმა გამოფენა გამართეს. გაბრიელ მშვენიერაძემ, ვარლამ ფესტვენიძემ, პოლიკარპე ხურციამ და მიხეილ სახამბერიძემ თავიანთი შემოქმედება საზოგადოებას გააცნეს.ეს ადამიანები პროფესიული მოვალეობის შესრულების პარალელურად დროს ხელოვნების ნიმუშების შექმნასაც უთმობენ.