შემოქმედებითი სახლის ,,ჯარისკაცის მამა,, დირექტორი , ინეზა ავალიანი , ორშაბათს , 10 ივლისს, დილის 11.00 საათზე , ქუთაისის მერიაში შიმშილობას იწყებს.ინფორმაცია ავალიანმა თავად გაავრცელა.
,,ქუთაისის მერიის შენობის პირველ სართულზე ვიწყებ შიმშილობას იმ მოტივით, რომ შემოქმედებითი სახლის „ჯარისკაცის მამა“ (რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმი) ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ხელს გვიშლის შემოქმედებითი სახლის სრულყოფილ ფუნქციონირებაში.
1. ამ სახლის რეაბილიტაციის პროექტი გაჭიანურდა 2014 წლიდან დღემდე
2. ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ უგულვეყოფილია ქ. ქუთაისში, რომელიმე ქუჩისათვის რეჟისორის - რეზო ჩხეიძის სახელის მინიჭება
3. მესამე წელია შემოქმედებითი სახლი 6 თანამშრომლის ნაცვლად მუშაობს 3 თანამშრომლით
4. აუტანელი პირობებიდან გამომდინარე ნადგურდება მე-20 საუკუნის უნიკალური კინოარქივი
5. მრავალჯერ დაყენებულმა და უპასუხოდ დატოვებულმა წერილობითმა მოთხოვნამ და უიმედობის შეგრძნებამ, მაიძულა მივმართო პროტესტის უკიდურეს ზომას, გამოვაცხადო შიმშილობა და საზოგადოებას და მასმედიას მივაწოდო სრულყოფილი ინფორმაცია შექმნილი სიტუაციის შესახებ.
ონკოლოგიით დაავადებული, ამჟამად ქიმიოთერაპიის კურსის ქვეშ მყოფი, მუზეუმის დირექტორი ინეზა ავალიანი.,,-წერია ინფორმაციაში.