- საზოგადოება
- გადასვლები: 620
მინიმუმ 5 წელი არ უნდა გაძლოს ასფალტის საფარმა?-აკაკი შანიძის ქუჩაზე გზის საფარის ამორტიზებულია
ქუთაისში,აკაკი შანიძის აღმართზე გზა დაზიანებულია.ქუჩას რეაბილიტაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა.
,,2021 წ. ჩატარდა აკაკი შანიძის აღმართის კაპიტალური რემონტი. "მოიგლიჯა" ქვაფენილი, დაიგო ახალი ტროტუარი, გამოიცვალა ღვარსადენის მილები, დაემატა ღვარსადენის 5 ახალი საწრეტი ჭა. ბოლოს, დროში რომ ვერ ჩაეტიეს, კანალიზაციის ერთ ერთი ჭა შიდა მილით დაუკავშირეს ღვარსადენის ჭას. ამის შედეგი - მუდამ აქოთებული ქუჩა და ბალახვანის მოედნის მარჯვენა მხარე ( ორი ნაბიჯი - ს მაღაზიასთან). ზუსტად 2 თვე აკლია 2 წელიწადს და რა მდგომარეობაა თავადაც ხედავთ. ძალიან მაინტერესებს, რატომ უნდა გადაიყაროს ბიუჯეტი / ჩემი და ჩემნაირი მოქალაქეების გადახდილი ბეგარა/ უნამუსო და უპასუხისმგებლო ტენდერში გამარჯვებული არაპროფესიონალი კომპანიის "დასაქმებაში" და ურცხვი ზედამხედველობის სამსახურის რჩენაში? მინიმუმ 5 წელი არ უნდა გაძლოს ასფალტის საფარმა?-"წერს ნატალია შავგულიძე ჯგუფში,,ქუთაისი ,როგორც შენი საკუთარი ეზო,,