გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,2 ივლისს გვიან საღამოდან 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,2 ივლისს გვიან საღამოდან 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება.
ჭიათურაში დღეს პროტესტის 125-ე და შიმშილობის 14-ე დღეა.
,,შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ პირში სული გვექნება.
პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება.
დღეს უკიდურესი ფორმის პროტესტს კიდევ ორი მოშიმშილე შეუერთდა — ამჟამად შიმშილობს 7 ადამიანი, ხოლო სამ მათგანს პირი აქვს ამოკერილი-მირზა ლოლაძე , გოგა აბესაძე , შავლეგი გოგსაძე.
შიმშილობენ: ტარიელ მიქაცაძე , სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე , მერაბი სარალიძე (ციხეში) .
ასე ხდება, როდესაც უსამართლობას ვერ სჯაბნი — იძულებული ხარ, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკო.
შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები უარს აცხადებენ სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგზე.
თავისუფლება და სოლიდარობა ბიჭებს!,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის განაცხადება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
საქართველოდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, პაკისტანის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთისა და ზიმბაბვეს - ჯამში 41 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ჯამში უცხო ქვეყნის 124 მოქალაქე გააძევეს საქართველოდან, ხოლო 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 280 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის აკვატორიაში საშიში თევზის,ვერცხლისფერი მუცელკეკლიანის გამოჩენას უარყოფს.
,,სააგენტომუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზღვის ბიომრავალფეროვნების, მათ შორის იქთიოფაუნის კვლევას და მონიტორინგს. ამ დრომდე საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
მოვუწოდებთ ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.,,-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ამ განცხადებას ეხმაურება იქთიოლოგი ლევან გუჩმანიძე,რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია შავ ზღვაში ვერცხლისფერი მუცელკელიანის გამოჩენის შესახებ.აღნიშნული სახეობა გამრავლების შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნის როგორც შავი ზღვის ეკოსისტემას და ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას.
,,არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩემი პოსტის საპასუხოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებას, რადგან ამ სფეროში ჩემი საქმიანობის (მათ შორის სააგენტოში) 24 წლის განმავლობაში მსგავსი არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო განცხადება არ შემხვედრია და აი რატომ:
1. წარმოგიდგენთ მდ. ჩაქვისწყლის შესართავთან ამ თევზის მოპოვების ფოტოს, რომელიც არ იცის და არც გაუგონია სააგენტოს, მაქვს მისი მოპოვების ვიდეო კადრებიც, რომელზეც მეთევზეცაა ასახული და რადგან იმ პირმა ვინც ეს კადრები მომაწოდა მთხოვა მისი სახე არ გამომეჩინა - მე სამეცნიერო ეთიკის დაცვით ამ კადრებს არ ვასაჯაროებ, მაგრამ თუ სააგენტო მეტ პასუხისმგებლობას არ გამოიჩენს მომიწევს ამ კადრების ტელევიზიაში მიტანა და მეთევზის სახის დაბლურვა და მისი ისე გამოქვეყნება.
2. საინტერესეო რამოდენიმე დღის უკან ამ თევზის პოვნის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გარემოსდაცვითი სტრუქტურების და მედიის მიერ გაკეთებული განცხადებები, სირცხვილია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გარემოსდაცვითი და საკუთარი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა ბევრად მაღალია ვიდრე ჩვენთან.
3. სააგენტო თავის ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ მათი მონიტორინგის შედეგად „ამ დრომდე საქართველოს სანაპირო წყლებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა“. არადა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 10-მდე სახეობის შხამიანი ანუ ადამიანისათვის საშიში თევზი გვხდება, მათ შორისაა მასიური სახეობებიც, მათ შორისაა დედამიწის ზომიერ სარტყელში ყველაზე შხამიანი თევზიც, რომელიც იშვიათად ლეთალურია, მათ შორის საააგენტოს მიერ ე.წ. მონიტორინგის შედეგად რამოდენი ხნის უკან ოფიციალურად გამოქვეყნებულ ფოტოზეც იყო ერთ-ერთი შხამიანი თევზი ასახული. ერთი წლის უკან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გამოსცა ძალზედ კარგი წიგნი (მე თანაავტორი გახლავართ) თევზეულის კულინარიაზე, სადაც ერთი თავი შხამიანი-ადამინიასათვის საშიშ თევზებს და მათთან მოპყრობის წესებს ეძღვნება. გასაგებია, რომ სამეცნიერო ლიტერატურას თქვენ არ ეცნობით, მაგრამ იქნებ კულინარიის წიგნის მაინც წაიკითხოთ, რომ ასეთი აბსურდები აღარ გაგეპაროთ.
გთხოვთ გამოიჩინოთ მეტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. თითქოსდა სახელმწიფო ინტერესების დაცვაში გადაზრდილი მარაზმი აზიანებს პირველ რიგში მოსახლეობას, თავად სახელმწიფოს და შემდეგ ინსტიტუციის ავტორიტეტს, რომლის ფორმირებაშიც მეც მიმიძღვის ჩემი მოკრძალებული წვლილი. ,,-იქთიოლოგი ლევან გუჩმანიძე.
1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
1-2 ივლისს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსამდე დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1 ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 2-3 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 1 ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 2-3 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით, +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20, გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 1 ივლისს და 2 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა შიდა ქართლში +25,+27 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში +28+30 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსამდე დაიკლებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 1 ივლისს და 2 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27,+29 გრადუსი იქნება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +19+21 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 1 ივლისს და 2 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23,+25 გრადუსი იქნება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +19+21 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +14, +16, გრადუსი იქნება.
✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და ხე-ტყის უკანონო მოპოვება -ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულში, მოქალაქეს უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი სახელმწიფო ტყეში ჰქონდა დამონტაჟებული. აღნიშნულ სახერხზე, სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოპოვებული სამი ერთეული წაბლის სახეობის ხე-მცენარისგან 60 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) დაამზადა.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდას მიმდებარედ, გამოვლენილია წიფლის სახეობის 12 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო მოპოვების ფაქტი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკათავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა. "ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკა13 და 14 სექტემბერს ქუთაისში,,Yellow Fest,,-მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში პირველ დღეს, 13 სექტემბერს იმღერებს…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში…
ოთხშაბათი სექტემბერი 10
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ დავით ნიშნიანიძე დაინიშნა. ახალი მოადგილე მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა წარადგინა.…
ოთხშაბათი სექტემბერი 10
In პოლიტიკა13 და 14 სექტემბერს ქუთაისში,,Yellow Fest,,-მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში პირველ დღეს, 13 სექტემბერს იმღერებს…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში…
ოთხშაბათი სექტემბერი 10
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში,…
სამშაბათი სექტემბერი 09
In საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა .…
სამშაბათი სექტემბერი 09
In საზოგადოება9 სექტემბერიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. …
ორშაბათი სექტემბერი 08
In საზოგადოება