ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, საყდრის ხიდის მიმდებარე მონაკვეთზე, ძლიერი ნალექისა და მდინარის ადიდების შედეგად წყალი საავტომობილო გზაზე გადავიდა, რის გამოც, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პროცესში ჩართული არიან შესაბამისი უწყებების სამსახურები და მათთან კოორდინაციით, მიმდინარეობს დამატებითი სპეციალური ტექნიკის მობილიზება.

ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
