სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში (ჭავჭავაძის გამზირი N 51) შპს ,,ალგო 2014“ და ინდივიდუალური მეწარმე ც. ა. -ს ობიექტები შეამოწმეს. ბიზნესოპერატორები, აგროქიმიკატების რეალიზაციას, რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ.
კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ.
