ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლენილია უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 3 ფაქტი. ბრალდებულები შიდა ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევით, ახორციელებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და რეალიზაციას. აღნიშნულ ფაქტებზე მხილებულია 6 პირი, მათგან 4 დაკავებულია.
იმერეთის რეგიონში ბრალდებულებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტის შენიღბვის მიზნით დაამზადეს 3 443 000 ლარის ღირებულების პროდუქციის შესყიდვის ამსახველი ყალბი დოკუმენტები. ასევე, მდინარე რიონის კალაპოტიდან 1 346 371 მ³ წიაღისეულის უნებართვო მოპოვებით, გარემოს 19 561 423 ლარის ზიანი მიაყენეს.
