შპს “პარკინგსერვისის” განცხადებას ავრცელებს.
,,ქალაქის ფასიან სადგომებზე ხშირად დგანან ე.წ. „სტაიანშიკები“, რომლებიც უკანონოდ სთხოვენ მძღოლებს თანხას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
„პარკინგსერვისს“ არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ პირებთან.
პარკირების საფასურის გადახდა ხდება – სწრაფი გადახდის აპარატებით, მობილ ბანკით, ბანკის ფილიალებში ან “პარკინგსერვისის” ოფისში.
“სტაიანშიკებთან” ფულადი ანგარიშსწორება არ არის სავალდებულო. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ მსგავს სიტუაციაში თავი შეიკავონ ფულის გადაცემისაგან.,,-,,პარკინსერვისი,,
