ხონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში - კინჩხაში, გორდსა და ძეძილეთში არსებული ეროზიული/მცირე მეწყრული უბნები მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა.
სტიქიური პროცესების პრევენციის ფარგლებში, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ზონები, რომლებსაც სპეციალისტები შეისწავლიან.
,,მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად გამოეყოფა თანხები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, რაც საშუალებას იძლევა, მაღალი რისკის ზონებში განხორციელდეს საინჟინრო-გამაგრებითი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.,,-ხონის მუნიციპალიტეტის მერია.
