ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გურამ კიკნაველიძემ, მერის მოადგილეებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურებს შობა- ახალი წელი მიულოცა.
მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, შპს ჯეო ჰოსპიტალსის ბაღდათის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, პოლიციის და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, შობა-ახალი წელი სამუშაო ადგილებზე მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიმშვიდის და უსაფრთხოებსითვის გაწეული შრომისთვის.
