ქუთაისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა.
შობის მახარობელ ბავშვებს და სასულიერო პირებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საშობაო ნობათები გადასცეს.
ალილოს მსვლელობა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ხელმძღვანელობით და საბავშვო ანსამბლ " ნაი ნაის" წევრების მონაწილეობით გაიმართა.
შეგროვებულ ნობათს საქველმოქმედო მიზნით ასოციაცია "მოწყალება" გაანაწილებს.
