ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თოვლის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იწმინდებოდა ხარაგაულში შემომავალი ცენტრალური გზები, ასევე დაბისა და პატარა ხარაგაულის ქუჩები. სამუშაოები რთულ მონაკვეთებზე გრძელდება.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ ამ ეტაპზე წყალი და გაზი მოქალაქეებს შეუფერხებლად მიეწოდებათ, ხოლო ელექტროენერგია დროებით გათიშული აქვს დაახლოებით 5 000 აბონენტს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.“, - განაცხადა ხარაგაულის მერმა.
ტექნიკა მუშაობს სოფლებში: წიფა, ზვარე, მოლითი, ღორეშა ,საღანძილე, წყალაფორეთი, ნადაბური, კიცხი,ხუნევი,ბორითი, წყალაფორეთი, ვარძია, ფარცხნალი, სადაც თოვლის საფარი ყველაზე მაღალია და 50 - 70 სანტიმეტრს აღწევს.
