საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზები, რის შემდეგაც პროცესი შიდა საუბნო გზებზე გაგრძელდება.
მუშაობს 18 ერთეული ტექნიკა.
შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობას გადაადგილებაში პრობლემები არ შეექმნას.
დიდთოვლობამ დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შესაბამისი სამსახურები დაზიანების ოპერატიულად აღმოფხვრის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.
