ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები და სოფლების შიდა საუბნო გზები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე ეცნობა მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად არსებულ გამოწვევებს.
უხვი ნალექის გამო, სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
მოსახლეობისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი - 591909005
