ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეებმა განაჩენი- 2 წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვეს.
საქმეს სამი მოსამართლე განიხილავდა- ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი ), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა პროკურატურაც . ისინი სასჯელის გამკაცრებას და პატიმრობას 4-დან 7 წლამდე ვადით ითხოვდნენ.
