დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება.
მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ.
თავის მხრივ, სააპელაციო საჩივარი აქვს შეტანილი პროკურატურასაც და მზია ამაღლობელსათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას ითხოვს.
ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 10 თვეა პატიმარია.მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
