ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, მოსამართლეების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქცია ისევ იმართება.
მოქალაქეები,ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები ერთხმად სკანდირებენ: ,,თავისუფლება მზიას,, ,,ცეცხლი ოლიგარქიას,, ,,რუსი ასამართლებს მზიას,,.
დღევანდელ პროცესს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
,,დღეს არავის არ ქონდა ის მოლოდინი, რომ ამ რეპრესიულ რეჟიმში სასამართლო იქნებოდა სამართლიანი. ჩემი სრული პატივისცემა მზიას,რომელმაც დღესაც გვიჩვენა ღირსება, მხნეობა, შემართება და დარწმუნებული ვარ,ასე გაივლის ამ ძალიან მძიმე დროს,,-სალომე ზურაბიშვილი.
ფოტო სქრინი -ტელეკომპანია ,,მეგატვ-ის,, ლაივიდან.
