ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ,სტიქიის ზონიდან დღეს 51 წლის მამაკაცი გამოიყვანეს, რომელსაც გადაუდებელი სასწრაფო - სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.
სამაშველო ოპერაციაში შსს, თავდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო ჩართული. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივი მოსახლეობაც იღებდა მონაწილეობას.
სამაშველო ოპერაცია სოფელ წიფლავაკეში განხორციელდა, რომელიც დიდთოვლობის გამო იყო მოწყვეტილი გარე სამყაროს.