ხარაგაულში მთებში დიდთოვლობის გამო დარჩენილი ვარძიელი ოლეგ კოჩაძე უვნებელი იპოვეს.
დაკარგულ მამაკაცს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და თავდაცვის ძალები ერთობლივად ეძებდნენ.
ორი დღის წინ, ასევე წარმატებით დასრულდა სოფელ ხიდარში მცხოვრები ტარიელ ხეცაძისა და გრიგოლ ბერაძის ძებნა-შველის ოპერაცია.
სამუშაოებში დრონები, ცოცხალი ძალა და ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფი იყო ჩართული.