ჭიათურაში საპროტესტო აქცია იმართება.
ისინი ჯორჯიანმანგანეზისგან კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმას, საწარმოო პროცესის აღდგენას და ხელფასებს ითხოვენ. ისინი თანაქალაქელებს მოუწოდებენ, აქციებში ჩაერთონ და საკუთარი პრობლემები დააფიქსირონ.
ჭიათურაში 2024 წლის ნოემბერში მომპოვებელმა კომპანიამ ქალაქში მაღაროები გააჩერა და დასაქმებულებს ჩვეული ანაზღაურების სამოც პროცენტიანი კომპენსაცია დაუნიშნა. თავად კი ქალაქში დაგროვილი მარგანეცის რეზერვებს გატანა განაგრძო და მცირე ზომის შპს-ებს ღია კარიერული წესით მოპოვების უფლება დაუტოვა.