ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდის სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,ამ დროისთვის 79 სოფლიდან მხოლოდ 14 სოფლის ცენტრალური გზა რჩება გასახსნელი. მერის განცხადებით, ხვალ ყველა სოფლის ცენტრალური გზის გაწმენდა დასრულდება.
პარალელურად, მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობის სურსათითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგება დაიწყო.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით იმერეთში გამოგზავნილი პროდუქტები მუნიციპალიტეტებში ნაწილდება.