ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უქმე დღეებში დასვენება და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება-ამ მოთხოვნებით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე დასაქმებული მუშები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში აქციას მართავენ და სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ვიდრე მათი პრობლემები არ მოგვარდება ისინი მუშაობას არ გააგძელებენ. პროტესტს ჩინურ კომანიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მოთხოვნების ნაწილი სამართლიანი და მათი ეტაპობრივი მოგვარება მოხდება.
- საზოგადოება
- გადასვლები: 731