დღეიდან კიდევ 6 ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფოს საჰაერო საზღვარი PCR ტესტის ნეგატიური პასუხით. ქვეყნების ჩამონათვალს სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი ემატება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სახმელეთო საზღვარზე მოქმედი რეჟიმი რჩება.
" იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, 1-ელი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს",-აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პ.ს.ფოტო არქვივიდან.