ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამოქმედო გეგმა გააჟღერეს.მოთხოვნები შეკრებილებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა,ვარლამ გოლეთიანმა გააცნო.
"თუ არ გაითვალისწინეს ჩვენი მოთხოვნა,დავთქვამთ 2 კვირის ვადაში ისევ ფართომასშტაბიან აქციას და ქალქის პიკეტირებას მოვაწყობთ.დავაყენებთ ჩვენს მანქანებს და მივატოვებთ აქ.ძალით ვერ გადაგვაჭარბებენ.ბევრნი ვართ.ჩვენ,ვინც 126 დღეა ვართ ნამოხვანში,აქედან ისევ იქ დავბრუნდებით და დავიწყებთ გაფართოებული ჯგუფებით მორიგეობას.არავის ეგონოს,რომ მხოლოდ ამ შეკრების იმედად ვართ.80-100 კაცი ვაპირებთ ვიყოთ კარვებთან მშვიდობიანად.თუკი ხვალ კომპანია ისევ გადაწყვეტს , რომ ააგრიხინოს ტრაქტორი,რომელიც ტანკია ჩვენთვის,მაშინ ისევ იქნება თქვენი მობილიზება საჭირო, რომ დავტოვოთ საკუთარი მანქანები და დავრჩეთ აქ იქამდე,სანამ არ გაგვცემენ პასუხს.ეს იქნება უკომპრომისო ბრძოლა"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მომდევნო აქცია 14 მარტს დაიგეგმა.