გაზაფხულის პირველ კვირაში მოსალოდნელ ამინდს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.5 მარტამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
1 - 4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. 3 - 4 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.