წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩში მცხოვრებ ლაშა მიქაუტაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.4 შვილის მამას სხვისი ნივთის დაზიანებასა და ძალადობას ედავებიან.37 წლის მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის,რომლებიც რიონის ხეობაში კომპანია"ენკას" მიერ ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
პროტესტი 124-ე დღეა გრძელდება."რიონის ხეობის მცველები"ცდილობენ,თურქულ კომპანიას ჰესის აშენების უფლება არ მისცენ.მათ შორის არის ლაშა მიქაუტაძე, რომელსაც კომპანია "ენკას"კუთვნილი ტრაქტორის დაზიანებას ედავებიან.
შემთხვევა 23 თებერვალს მოხდა.ლაშა მიქაუტაძე პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა. ის საპატიმროში გადაყვანეს.,,აქტორის,, ინფორმაციით,ოჯახმა გირაო გადაიხადა და მიქაუტაძე ციხეს უახლოეს საათებში დატოვებს.