მსუბუქი ავტომანქანების მძღოლებმა და ავტოკლუბების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი აქცია გამართეს.მათი მოთხოვნა უცვლელია:შემცირდეს ბენზინის ღირებულება.როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ,ერთი კვირის წინ გამართულმა გამაფრთხილებელმა აქციამ შედეგი არ გამოიღო და ფასი საწვავზე მოკლების მაგივრად გაიზარდა. მძღოლები პერმანენტული აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.
შეგახაენებთ,მსგავსი მოთხოვნით საპროტესტო შეკრება 21 თებერვალს უკვე გაიმართა.