დღეს არასამათავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, წარმომადგენლებმა ქუჩაში სტიკერები გააკრეს წარწერით "რუსეთი მტერია!" "ოკუპაცია გრძელდება!"
როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, მერიის მიმდებარე კიბეებთან სტიკერის გაკვირისას მათთვის ხელის შეშლა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს.ადგილზე მისული იყო მერიის ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც ორანიზაციამ სასამართლო დავა სტიკერების გაკვრასთან დაკავშირებით ორჯერ მოუგო.
საბოლოოდ ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, წარმომადგენლებმა სტიკეტების გაკვრა შეძლეს. აღნიშნულ აქტივობას ორგანიზაციის წევრები პერმანენტულად ატარებენ.