,,ევროპული საქართველოს,, ლიდერებმა ქუთაისში პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინეს.
გამარჯვების შემთხვევაში პარტია მოსახლეობას გადასახადების შემცირებას და შედეგად 1 000 00 სამუშაო ადგილის შექმნას პირდება, რომლის მიხედვითაც წელიწადში თითოეულ ოჯახს საშუალოდ 2000 ლარი დანაზოგი დარჩება.
პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამორიცხავენ და არ შეუქმნიან კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", ასევე არ დაუჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე. მათ ხელი სპეციალურ დოკუმენტსა-,,ხელშეკრულება ხალხთან,, მოაწერეს.
,,ევროპული საქართველოს,, ლიდერებმა დღესვე ,,ქართული ოცნების ,, 8 წელი შეაფასეს. მათი განცხადებით, ამ ხნის მანძილზე მმართველ გუნდს ხალხის სასიკეთოდ არაფერი გაუკეთებია.