,,ნაციონალური მოძრაობის,, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, პედაგოგებმა იმ ვითარებაზე ისაუბრეს, რაც დღეს უნივერსიტეტში და მთლიანად ქუთაისშია.
კანდიდატებმა პირობა დადეს, რომ არჩვენებში გამარჯვებისთანავე შეეცდებიან აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტში, პრობლემები მოგვარდეს. ასევე აცხადებენ, რომ ქუთაისს ექნება კანონი მისი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ და ქალაქი აუცილებლად გახდება საქართველოს პოლიტიკური და სამხრეთ კავკასიის ტურისტული ცენტრი.