,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრი გიგა შუშანია "ქართული ოცნების" მორიგი ცრუ დაპირებაზე საუბრობს.მან დეტალები მედიას დღეს ადილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე გააცნო. შუშანია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ქუთაისის კანალიზაციის სისტემის სრულად რეაბილიტაცია გადაიფიქრა. მისი თქმით,დაპირება,რომ ქუთაისში კანალიზაცია მოწესრიგდებოდა,ღარობაშვილმა ჯერ კიდევ პირველი პრემიერობისას საჯაროდ გასცა და შესაბამისად,2015 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკთან 100 მილიონი ევროს სესხის აღებას მოეწერა ხელი. წელს კი პარლამენტის 2021 წლის 25 მაისის დადგენილებით, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ამ ფულზე და შესაბამისად ეს პროექტი ვეღარ განხორციელდება. შუშანიამ ჟურნალისტებს დოკუმენტი - პარლამენტის დადგენილება სესხზე მთავარობის უარის რატიფიცირებაზე წაეუდგინა.
"მე ხელთ მაქვს დადგენილება,რომელსაც ხელს აწერს კახა კუჭავა, სადაც წერია,რომ მთავრობამ უარი განაცხადა ამ სესხის აღებაზე,ამ ფულის ქუთაისელთა ინტერესებისათვის გამოყენებაზე და ამ უარს რატიფიცირება გაუკეთა საქართველოს პარლამენტმა"-განაცხადა გიგა შუშანიამ.