ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ეს ადამიანები არ მოვუშვათ ხელისუფლებაში მეორედ და ის უბედურება, რომელიც მათ დააწიეს ქვეყანას, აღარ განმეორდეს, დაწყებული ტერიტორიების დაკარგვით, ოკუპაციით და დამთავრებული ხალხის ჩაგვრით და წამებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
,, ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ეს ადამიანები არ მოვუშვათ ხელისუფლებაში მეორედ და ის უბედურება, რომელიც მათ დააწიეს ქვეყანას, აღარ განმეორდეს, დაწყებული ტერიტორიების დაკარგვით, ოკუპაციით და დამთავრებული ხალხის ჩაგვრით და წამებით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და არა უხერხულობა.
ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მშვიდ, თავისუფალ არჩევნებს ჩავატარებთ. ასეთი მოწოდება, მოტივაცია გვაქვს ჩვენ ყველას და არც ერთ პროვოკატორს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას.
საბოლოო ჯამში, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს, ამ მჩაგვრელ და მოძალადე კაცს, არავითარი პერსპექტივა არ აქვს. სააკაშვილი იჯდება დიდხანს ციხეში, იმდენ ხანს, რამდენიც არის განსაზღვრული მისი სასჯელის მიხედვით. ეს უნდა იცოდეს ყველამ და არავითარი ზედმეტი სპეკულაციები აღარ არის საჭირო ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.