გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება (აი,ფაქტი-ifact.ge) აუდიტის სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობით ზესტაფონის მერიის 9 თანამშრომლის მივლინების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.როგორც ჟურნალისტი წერს, რა ცოდნა და გამოცდილება მიიღეს საზღვარგარეთ ყოფნისას მერიის 9 თანამშრომელმა, უცნობია. დაბრუნებულებს ეს მერიისთვის წერილობით უნდა აეხსნათ, მაგრამ თავი არავის შეუწუხებია. მერიაში ჟურნალისტს უთხრეს, რომ წერილობითი მოხსენებები არ აქვთ, მივლინების შედეგებზე მხოლოდ ზეპირად მოისმინეს და ამ შეხვედრის ამსახველი მასალებიც აქვთ. სოციალურ ქსელში ფოტოები აი,ფაქტის ჟურნალისტმა ვერ იპოვა და და არც თვითონ გამოაგზავნეს.
- პოლიტიკა
- გადასვლები: 807