,,ახალი ქრისტიან დემოკრატების,, თავმჯდომარემ ქუთაისში არსებულ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც გოგი წუალაიამ აღნიშნა, ქალაქის ცენტრში, მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე,თამარ მეფის ქუჩაზე ხშირია ე.წ. საცობები,რაც არა მარტო მომატებული ავტომანქანების რაოდენობის, , არამედ იმის ბრალია, რომ ქუთაისში ერთდროულად არის გადაკეტილი რამდენიმე ქუჩა-წერეთლის და აღმაშენებლის ქუჩები, სადაც რეაბილიტაცია უკვე თვეებია გრძელდება.
,,ცენტრალურ გზებზე, რომლებსაც უნდა განეტვირთა ქალაქში მოძრაობა ,ერთდროულად დაიწყეს რემონტი, ჩაკეტვა, რაღაც სისულელეები და შედეგად მივიღეთ, რომ ქალაქის ცენტრი არის ყოველდღე საცობებით დატვირთული.ესაა გამოწვეული ამგენის უტვინობით,,-აღნიშნა წულაიამ.