გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა დღეს პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.ხატია დეკანოიძე მოუწოდებს გამოძიებას,დაინტერესდეს,რატომ იყო ის უკანონო მიყურადების ობიექტი და რატომ უსმენდნენ უკანონოდ მისი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების საუბრებს.როგორც დეკანოიძე ამბობს, აქტიურად ისმინებოდა მისი სატელეფონო ზარები ისრაელისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან.ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოუწოდებს ყველას,ვისაც სუსი უკნონოდ უსმენდა,პროკურატურას მიმართონ.
- პოლიტიკა
- გადასვლები: 609