"ქართული ოცნება" ხარაგაულში არჩევნების გასაყალბებლად ემზადება- ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ვარლამ თავზარაშვილი აცხადებს.მისი თქმით, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დაშინება და მათზე ზეწოლა მიმდინარეობს.
ცნობილი გახდა,რომ პოსტი დატოვა 48 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა.
ვარლამ თავზარაშვილის ინფორმაციით კომისიის მდივანს თანამდებობიდან წასვლა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა და კომისიის თავმჯდომარემ აიძულეს.
როგორც ყოფილი პრემიერის გუნდის წარმომადგენელი მედიასთან აცხადებს,ხარაგაულში მოსახლეობას სოციალური დახმარების შეწყვეტითაც ემუქრებიან, ცენტრალურ მაგისტრალზე დასაქმებულებს კი 41-ის შემოხაზვას სამსახურიდან გაშვების მუქარით აიძულებენ.