პარტია ,,თავისუფალი საქართველოს,, თანათავმჯდომარე ადგილობრივ თვითმმართველობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და განაწილებაში ადანაშაულებს. თემაზე გოგი წულაიამ დრეს ბრიფინგი მერიის წინ გამართა.
,,ქუთაისის ბიუჯეტში შეიტანეს ცვლილებები, ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილია მილიონ 600 ათასი ლარი, როცა ქალაქში ადამიანებს შიათ, როვცა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის არის გამოყოფილი 14 000 ლარი. აქ ჩანს კომფორტი უკეთესია თუ ბავშვების ჯანმრთელობა. მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციისთვის არის გამოყოფილი 11 ათასი ლარი. ეს მაშინ როცა 2 ბავშვია გარდაცვლილი აგურის ჩამოვარდნით ფასადიდან. ასეთი მკვლელი ბინები ქალაქში არის ასობით. ამის გამოსწორებისთვის აქვთ 11 ათასი მხოლოდ და ეს არის უზნეობის მწვერვალი.პანდემიის დროს კაბინეტზე ზრუნვა არის უზნეობა,,-განაცხადა წულაიამ.