ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი სეზონს 31 ივლისს დახურავს.
პატარა მაყურებლს ჰექტორ მალოს ,,უსახლკაროს" მოტივებით ერთმოქმედებიანი სპექტაკლის ,, ცისფერი კოცონი" ნახვა შეეძლება.
რეჟისორი ეკატერინე სირაძე.
სპექტაკლის მთავარ გმირს, პატარა ,,რენეს" ხელობის შესწავლა და მუშაობა უნდა.მისი თავგადასავალი საკმაოდ რთულია . სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გაცნობის შემდეგ რენეს ბედი ოსტატთან შეხვედრამ განაპირობა და საბოლოოდ გადაწყვიტა, თავისი მომავალი მხოლოდ სამსახიობო ოსტატობასთან დაეკავშირებინა . ის მებრძოლია და დაბრკოლებებით, ტკივილების მოთმენით, აღწევს მიზანს.ხდება მსახიობი, გულისხმიერი, კეთილშობილი და დგება ნანატრ დიდ სცენაზე.
სპექტაკლის დასაწყისი 13:00საათზე .
i