ქუთაისი ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების I საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს.
კონკურსი 23 დან 27 ივნისის ჩათვლით, ქალაქ ქუთაისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 სამუსიკო სკოლაში ჩატარდება.
მისი მიზანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ სიმებიან და ჩასაბერ საკრავებზე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსულებელთა შესაძლებლობების წარმოჩენა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული კონკურსანტების გამოვლენა და სტიმულირება.
დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ “არტ-ვირტუოზი”, ხოლო გენერალური სპონსორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
კონკურსანტებს შეაფასებს,როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული საერთაშორისო დონის მუსიკოსები.
ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქუთაისს, როგორც ქალაქს, რომელიც ღიაა საერთაშორისო კულტურული ღონისძიებებისთვის.