ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრმა ლიეტუვაში წარმატება მოიპოვა.
ბაღდათის სახალხო თეატრის დასმა, ლიეტუვაში - კაიშადორისის კულტურის ცენტრში, თეატრალურ ფესტივალიში მიიღო მონაწილეობა.
"სამი თეატრი ვთამაშობთ ერთ პიესას"-ასეთი სახელწოდებით გამართულ ფესტივალში ბერტოლტ ბრეხტის " ბურჟუათა ქორწილი, ბაღათის სახალხო თეატრმა, ლიეტუვის ქალაქ ვალკასა და კაიშიადორისის თეატრებმა წარმოადგინეს .
ბაღდათის სახალხო თეატრმა ფესტივალზე გამარჯვება სხვადასხვა ნომინაციებში მოიპოვა.
ბაღდათის სახალხო და ლიეტუვის თეატრები ერთობლივი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.