ორმაისობა, ანუ ქუთაისქალაქობა ტრადიციულად წელსაც მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება დატვირთული. დღესასწაული 2 მაისს,09 საათზე,მეუფე იოანეს მიერ ქუთაისის დალოცვით დაიწყება და 5 მაისს,რეზო გაბრიაძის წიგნის- ,,ჩემი პატარა ქალაქი,, პრეზენტაციით დასრულება . ტრადიციულად,სამი ოთარის ძეგლის პატივგებაც მოხდება.
ღონისძიებები გაიმართება ცენტრალურ მოედანზე,ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში,თეთრი ხიდის მიმდებარედ,ასევე ფალიაშვილის ქუჩაზე.
ღია სივრცის გარდა დაგეგმილი აქტივობები აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრსა და სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.
ორმაისობის ფარგლებში გაიმართება გამოფენები, თოჯინების თეატრის წარმოდგენა,სპორტული აქტივობები,ჯომარდობა,კონცერტები.