მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე გიორგი არაბიძე თბილისის ვ. ა. მოცარტის სახელობის მე-8 საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატი გახდა. (პედაგოგი : ლედა კანკავა)
გიორგი არაბიძემ კონკურსზე მოცარტის სონატა k.570, შოპენის სკერცო, თხზულება 20 დაუკრა.
კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ავსტრიის, გერმანიის, ყაზახეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.