ამ წუთებში ჩაის სახლ"ფოე-ფოეში"ირაკლი მაჩიტაძის სადებიუტო რომანის "სიკვდილის ლურჯი ეკრანი" პრეზენტაცია მიმდინარეობს.
რომანში ყველაფერი „პლანეტის ფინანსური თუ პოლიტიკური ცენტრებისგან მოშორებით, იმერეთის ერთ პატარა სოფელში, ერთ უცნაურ კაცთან საუბრის შემდეგ“ იწყება.
ირაკლი მაჩიტაძე პროფესიით ჟურნალისტია, ცნობილი ქუთაისური რადიოსადგურის, „ძველი ქალაქის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მედიაში საქმიანობის ოცდაათწლიანი გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა ავტორს საშუალებას აძლევს, დინამიკური, დამაინტრიგებელი ამბავი შესთავაზოს მკითხველს. მისი რომანის გმირები თანამედროვე, ამბიციური და ავანტიურისტული ბუნების ადამიანები არიან.