ქუთაის-ქალაქობასთან დაკავშირებით მესხიშვილის თეატრის ფოიეში დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანის მუზეუმმა ერთდროულად ორი გამოფენა წარადგინა-,,კაბინეტური ფოტო-ხელოვნება ქუთაისში“ და ,, ქუთაისის ხედები X IX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში.“
ასევე გაიმართა გამოფენა ,,ქუთაისელი ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები“.
გამოფენას ქუთაისის მერი ესწრებოდა.
წვიმიანი ამინდის გამო ღონისძიებები დახურულ სივრცეში იმართება.
სოფო ოდიკაძე