30 აპრილს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა.
კვირეული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გრიგოლ ქობალიანმა გახსნა. ნახევარსაუკუნოვანი შრომისა და საბიბლიოთეკო საქმის ერთგულებისათვის ღვაწლმოსილი თანამშრომლები სამადლობელი სიგელით და ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.
დღესვე ანტონ ლორთქიფანიძის სახელობის სამკითხველო დარბაზში ფოტო გამოფენა გაიმართა-"შავ-თეთრ ფოტოებში ასახული ბიბლიოთეკის წარსული".