2 მაისს, ქუთაის ქალაქობის დღესასწაულზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სივრცეში 11:00 საათიდან ქუთაისის მკვიდრის, ნიჭიერი და მრავალმხრივი ხელოვანის, ხატმწერის, რესტავრატორისა და კალიგრაფის - თამარ ჯიხვაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
თამარი ფართო საზოგადოებამ სულ ახლახანს თავისი კულინარიული შედევრებით გაიცნო, თუმცა კულინარიამდე მან, სახვითი ხელოვნების დაუფლების, ხატმწერისა და რესტავრატორის საინტერესო გზა გაიარა. დამთვალიერებელი მის მიერ შესრულებული ძველი და ცნობილი ხატების ასლებს, ახლადდაწერილი ხატებს, ხელნაწერი სახარებიდან ფრაგმენტებს, ფერწერულ და კერამიკულ ნამუშევრებს იხილავს.