2022 წლის 30 აპრილს, 13:00 საათზე, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნება. საზოგადოებას საშუალება ექნება ბიბლიოთეკის ფილიალებში დაესწროს მრავალფეროვან ღონისძიებებს; წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი და ლიტერატურული საღამოები.
საბიბლიოთეკო კვირეულის აღნიშვნის იდეა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიბადა. თავდაპირველად, ბიბლიოთეკის მაშინდელი დირექტორის, ცნობილი პოეტის, ლილი ნუცუბიძის, ინიციატივით დაწესდა ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე, რომელმაც განვითარება პოვა კვირეულის სახით.
კვირეული დაიხურება 10 მაისს, 14:00 საათზე, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ჟურნალის „თეთრი ხიდი“ წარდგინებით.
კვირეულის პროგრამა
📌 კვირეულის გახსნა - 30 აპრილი, 13:00 საათი, მის.: ლილი ნუცუბიძის ქ. N1, ანტონ ლორთქიფანიძის სახელობის სამკითხველო დარბაზი
შავ-თეთრ ფოტოებში ასახული ბიბლიოთეკის წარსული
📌 N4 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი
ონლაინ ღონისძიება - „წარსულის ფოლიანტები“
📌 3 მაისი, 14:00 საათი, მის,: ავალიანის ქ. N6
22-ე საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, საჯარო ლექცია
„საქართველო-უკრაინის დიპლომატიურ
ურთიერთობათა ისტორიიდან“
📌 3 მაისი, 16:00 საათი, მის.: სინაურის ქ. N40
ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლი
„არა ომს!“ - ქართველი და უკრაინელი მწერლები
📌 4 მაისი, 13:30 საათი, მის.: ახალგაზრდობის გამზ. N100 N8 საბავშვო ბიბლიოთეკა-ფილიალი
ლიტერატურული საღამო - „სიყვარული, როგორც
ბუნების უმაღლესი პოეზია“
📌4 მაისი,16:00 საათი, მის.: დავით აღმაშენებლის გამზ.N24
N8 და N13 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალების
ერთობლივი ღონისძიება ბათუმელი და ქუთაისელი
მწერლების შეხვედრა
📌5 მაისი, 12:30 საათი, მის.: დუმბაძის ქ. N2
საბავშვო ლიტერატურის განყოფილება
საჯარო ლექცია - ,,ჯანესი მოუთხრობს ბავშვებს“
📌 5 მაისი, 15:00 საათი, მის.: ნიკეას ქ. N64
N14 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი
თვითნასწავლი მხატვარ-დეკორატორის, რუსუდან
ქუფარაშვილის, სურათებისა და ხელნაკეთი
ნივთების გამოფენა
📌5 მაისი, 16:00 საათი, მის.: ლილი ნუცუბიძის ქ. N1
N17 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი
ნანო სახელაშვილის ნამუშევრების გამოფენა
📌6 მაისი, 13:00 საათი, მის.: ბუხაიძის ქ. II შეს. N3
N18 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი
ქართულ-ინგლისურენოვანი ღონისძიება -
„საქართველოს სულიერი საგანძური“
📌6 მაისი, 16:00 საათი, მის.: ზურაბ ჭავჭავაძის ქ. N 8ა
N20 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი
პოეტ ნათია ჯიმშელეიშვილის პოეზიის საღამო -
,,უბრალო ლექსი ვარ“
📌 კვირეულის დახურვა -10 მაისი, 14:00 საათი, მის.:
ლილი ნუცუბიძის ქ. N1, ანტონ ლორთქიფანიძის
სახელობის სამკითხველო დარბაზი
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო
ბიბლიოთეკის ჟურნალის
„თეთრი ხიდი“
წარდგინება.